1 ივლისიდან გაზის საფასური ძვირდება

2021-06-28 16:46:09

1 ივლისიდან დანარჩენი თბილისის მსგავსად გარეუბნებში, ვარკეთილში, გლდანსა და მუხიანში, გაზის საფასური იზრდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით ვარკეთილში, გლდანსა და მუხიანში ახალი ტარიფი 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით იმოქმედებს.

კომისიის განმარტებით, მიზეზი ნაყიდი გაზისა და აბონენტებისთვის მიწოდებულ კურსს შორის სხვაობაა. მოქმედ ტარიფთან შედარებით ახალი ტარიფი 8 თეთრით არის გაზრდილი.

ვარკეთილი (შპს “ვარკეთილაირი”) – 57,062 თეთრი/მ3;
გლდანი და მუხიანი (სს “ენერგოკავშირი”) – 57,794​ თეთრი/მ3.