"შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია"

2021-06-28 13:23:35

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოს "სინოფარმისა" და "სინოვაკის" 1 000 000 დოზა ვაქცინა შემოვა.

მინისტრის თქმითვე, ჯერ-ჯერობით ვერ ამხელენ "ფაიზერის" ფირმის ვაქცინის შემოსვლის თარიღს.

მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკების საფუძველზე, რაც გულისხმობს გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ჩვენ უფლება არ გვაქვს დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები.

ხოლო იმ მწარმოებლებთან მიმართებით, სადაც კონფიდენციალურობის დაცვა სავალდებულო არაა, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მილიონი დოზა ვაქცინა - ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“ უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია.

ასევე, ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, როდის იქნება საქართველოში „ფაიზერი“ და შესაბამისად, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში. მილიონი დოზა „ფაიზერი“ შემოვა. იქნება მისი ეტაპობრივი მოწოდება და ეს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდება“,- განაცხადა ტიკარაძემ.