ოზურგეთში, ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ყელის არეში დაჭრილი 16 წლის ბიჭია, რომელიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თავდაპირველად დაჭრილი ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადაყვანა რეანომობილით ქუთაისში გახდა საჭირო.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 118-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.