ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2021-06-27 18:52:59

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერნებთან, ხევში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა და მძღოლი დაიღუპა. გარდაცვლილია 26 წლის ბიჭი. 

ავტომანქანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

გარდაცვლილი ხულოს მკვიდრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.