ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2020-06-26 23:58:12

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისის ქუჩის მიმდებარედ, რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი და "ბიემდაბლიუ"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.

შეჯახების შემდეგ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.