რუსთაველი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონია [video]

2021-06-26 12:02:08

რუსთაველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. [ვიდეო/video]

სპორტსმენმა ამჯერად პოლონეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიპოვა გამარჯვება და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

რუსთაველმა მონაწილემ კანოეთი გასავლელი მანძილი ოთხ წუთსა და ერთ წამში დაფარა და შეჯიბრის მონაწილე სხვა კონკურსანტები უკან ჩამოიტოვა.

ვიდეო ნახეთ აქ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები