მარია ციმინტია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო აქვეყნებს და წერს რომ - "მე შოკში ვარ!!! თქვენ ხალხის სახეები უნდა გენახათ. ბავშვებზე ხომ არ მაქვს ლაპარაკი OMG!!!! არ ვიცი ვიტირო თუ გამეცინოს ქობულეთში ასეთი რამ პირველად დავინახე!". მისივე თქმით ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში როგორიც საქართველოა ტურისტების ასეთი საქციელი მიუღებელია. მარია "ინფო რუსთავთან ინტერვიუში აცხადებს რომ - "ეს მოხდა ქობულეთში დაახლოებით 3 კვირის წინ, ქობულეთის სანაპიროზე, საღამოს 6 საათზე. ეს საქართველოა და თავიდან ხალხი ცოტა შოკში ჩავარდა, ის ხალხი რომელიც გარშემო იყო ნამდვილად შოკში იყო. ნუ მოზარდი ბიჭები ხომ საერთოდ გაგიჟდნენ. სიმინდის გამყიდველი დარბოდა აქეთ-იქით, ყველა ფოტოს უღებდა, მობილურები ჰქონდათ მომარჯვებული. ეს წყვილი იყო ხორვატიიდან, ბიჭი ჩვეულებრივად იყო, მაგრამ ამ გოგომ მთლიანად გაიხადა და შევიდა ზღვაში. ზღვიდან რომ ამოვიდა იკოტრიალა, რავი ფეხებს აქეთ-იქით იშვერდა ისე რომ ძაან უხერხული იყო, ძაან უცნაურ პოზებს იღებდა. პირადად მე არ მომეწონა იმიტომ რომ ბავშვებთან ერთად ვიყავი სანაპიროზე. ამასობაში პლაჟზე ძალიან ბევრი ბიჭი მოგროვდა, სურათებს უღებდნენ, ზოგი ზღვაშიც ცდილობდა მასთან ახლოს მისვლას. მე უბრალოდ გადავიღე ეს ყველაფერი და დავდე ჩემს ფეისბუქ გვერდზე და ვიკითხე - მოგწონთ ეს ყველაფერი? როგორც მე ვიცი პლაჟზე სრულად შიშველი სიარული კანონით იკრძალება".
ვიდეოს სოციალურ ქსელში განსხვავებული კომენტარები მოჰყვა, ნაწილი აცხადებს, რომ არავის საქმე არ არის ვინ გაშიშვლდება და ვინ ჩაცმული ივლის. ნაწილი კი წერს, რომ ასეთი საქციელი მიუღებელია და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ირგვლივ მყოფები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ნახეთ ვიდეო.