მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლს თანასოფლელებმა ცეცხლი წაუკიდეს. [ვიდეო/video]
8 წლის მეზობელი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი 60 და 35 წლის მამაკაცები გუშინ დააკავეს და მათ ბრალი უკვე წარედგინათ.
მეზობლების განცხადებით, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა.
როგორც შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 137-ე (გაუპატიურება) მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.