ტბაში 2 მოზარდის ცხედარი იპოვეს [video]

2021-06-24 17:19:10

მაშველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტბაში გაუჩინარებული 2 მოზარდის ცხედარი იპოვეს. [ვიდეო/video]

თბოელექტროსადგურთან მოწყობილი ხელოვნური ტბიდან 15 და 17 წლის ბიჭების ამოსვენების სამუშაოები უკვე დასრულდა.

ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

მოზარდების საძიებო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები ტბაში საბანაოდ შევიდნენ და წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. 

ნახეთ ვიდეო აქ


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები