ტბაში 2 მოზარდს ეძებენ [video]

2021-06-24 16:35:37

გარდაბანში, თბოელექტროსადგურთან არსებულ ხელოვნურ ტბაში 2 მოზარდს ეძებენ. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ხელოვნურად მოწყობილ ტბაში 15 და 17 წლის ბიჭები საბანაოდ შევიდნენ და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგნლები და აქტიურად მიმდინარეობს ბიჭების სამძებრო სამუშაოები.

სამძებრო ღონისძიებაში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც არიან ჩართულები.

ვიდეო ნახეთ აქ