მანქანა ამოტრიალდა და ხეს დაეჯახა

2017-07-26 19:26:19

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელის მინიციპალიტეტში, სოფელ გავაზთან დაახლოებით 18 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით მძღოლმა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე გადატრიალდა და ბოლოს ხეს დაეჯახა. მანქანაში 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, 3 მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავტო საგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.