"ქართული ხმების" სოლისტი გარდაიცვალა

2021-06-23 15:20:18

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედია რაჭაში მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ონში მერის წარმომადგენელმა ლევან შერაზადიშვილმა განუცხადა, შქმერში გზა ჩაინგრა, რის შედეგადაც ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში ჩავარდა. 

მძიმე ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.