თურქეთში მიწისძვრა მოხდა

2021-06-22 11:43:31

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, სანაპიროდან 40 კმ-ში დაფიქსირდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გასული წლის ოქტომბერში თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 115-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.