კახეთში, შირაქის მინხვრებში ნათესები დაიწვა.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ეკიდა რამდენიმე ფერმერის მიწას, სადაც ქერისა და ხორბლის მოსავლის ნაწილი ჯერჯერობით აღებული არ იყო.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და ცეცხლი ლიკვიდირება მალევე მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობია დამწვარი.