26 ივლისს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. 27 – 28 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +35°C, +40°C გრადუსამდე მოიმატებს. 29 – 30 ივლისს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 27 - 29 ივლისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34°C, +39°C გრადუსის ფარგლებში იქნება. 30 - 31 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 26 ივლისი +35°C, 27 ივლისი +36°C, 28 ივლისი +37°C, 29 ივლისი +38°C, 30 ივლისი +35°C, 31 ივლისი +34°C.