დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟისას კედელი ჩამოიშალა და მასში რამდენიმე მუშა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ხოლო 2 მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი 40 წლის მამაკაცია, რომელსაც ორსული მეუღლე და 3 შვილი დარჩა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები. მეზობლები შემთხვევის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ასახელებენ.