ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო (ფოტო)

2017-07-26 10:52:47

ახალი ბაღის მშენებლობა უკვე დაიწყო. ცურტაველის ქუჩაზე, ძველი #10 ბაღის ფილიალის დემონტაჟი 1 თვის წინ დასრულდა და მშენებლობის პროცესი უკვე დაწყებულია. შენობის საძირკველისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ ბაღი ავარიულ მდგომარეობაში იყო და შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა. ამიტომ, მოხდა მისი დემონტაჟი და გადაწყდა, რომ მის ადგილზე ახალი შენობა აშენებულიყო. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი გამოაცხადება. ახალი ბაღი ორსართულიანი იქნება და სხვა ბაღებისგან განსხვავებული დიზაინით იქნება გამორჩეული. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, ბაღში 6 ჯგუფი გაიხსნება, სადაც სწავლას 220-მდე ბავშვი შეძლებს.