რუსთავში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს

2020-06-19 23:36:09

რუსთავში, კოსტავას გამიზირზე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გამვლელებმა შენიშნეს და კოსტავას გამიზრზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

კაცს პირველადი დახმარება ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს, კონტაქტური გახადეს და ბინაზე გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.