იტალიაში ქართველები დააკავეს (ფოტოები)

2017-07-25 21:52:09

იტალიური მედია იტყობინება, რომ მილანში პოლიციამ ბინების გაქურდვის ბრალდებით ქართველების ჯგუფი დააკავა. მედიის ცნობით, ისინი ბინებიდან საათებს, სამკაულებს და სხვადასხვა ძვირფას ნივთებს იპარავდნენ. როგორც გამომძიებლები ამტკიცებენ, ბანდას 44 წლის დინო გავაძენი ხელმძღვანელობდა. გავაძენი ხორვატიაში დაიბადა. იგი იტალიაში სათამაშო აპარატების კლუბის მფლობელია, სადაც მან, სამართალდამცავების ინფორმაციით, ქართველები გაიცნო. ბანდის ერთ-ერთ წევრის მეტსახელი „ექიმი“ იყო, რადგან მას მედიცინის ხარისხი ჰქონდა. პოლიციის განცხადებით, კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავება იოლი არ ყოფილა. იტალიური მედიის ცნობით, ბოროტმოქმედების დაკავება ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი მობილური ტელეფონის საშუალებით მოხერხდა. ისინი ერთ-ერთ სახლში, ძარცვის დროს დააკავეს. სახლში მოახლე იმყოფებოდა, რომელიც დამნაშავეებს გაკოჭილი ჰყავდათ და მოკვლით ემუქრებოდნენ. პოლიციამ ამოიღო მოპარული ძვირფასეულობის ნაწილიც.
იტალიური მედიის ცნობით, 2017 წელს ბინების გაქურდვისთვის 61 ადამიანი დააკავეს, მათგან 18 კი ეროვნებით ქართველია.