ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში რუსთავში 3 ახალი გზის მოწყობა იგეგმება. ლესელიძის და თოდრიის ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთი და ასევე ლესელიძის ჩიხი, VIIა მიკრო რაიონის და ლომოურის დამაკავშირებელი მონაკვეთი, ოსტროვსკის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია, აღნიშნული ქუჩები მოასფალტდება და მოეწყობა ტროტუარი. გზის საფარის რეაბილიტაცია თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მის განსახორციელებლად ტენდერი თითქმის ნახევარი მილიონ ლარზე გამოცხადდა.