შაორის ტბაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, რომელსაც მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სკოლის ექსკურსიაზე მოხდა.
თვითმიხლველების თქმით, ბიჭი ტბასთან ფოტოს გადასაღებად ქვაზე ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.