თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა, შესაძლოა, მოიხსნას. ცერცვაძე ფიქრობს, რომ ეპიდვითარების კუთხით, ყველა გზა შეზღუდვების შემსუბუქებისკენ მიდის.
"ჩემი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ყველა გზა აქეთ მიდის. პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ გადაადგილებაზე შეზღუდვა და ისიც მინიმალური ვადით. სავარაუდოდ, გადაადგილებაზე შეზღუდვაც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყეს," - განაცხადა ცერცვაძემ.