რამდენმა მასწავლებელმა ვერ აიმაღლა სტატუსი რუსთავში

2021-06-23 17:51:02

ყველაზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი რუსთავის #18 საჯარო სკოლას ჰყავს. ამის შესახებ "ინფო რუსთავისთვის" მასწავლებელთა სახლიდან მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მოგეხსენებათ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში პრაქტიკოსი ყველაზე დაბალი საფეხურია. თუ პედაგოგი პრაქტიკოსია, ესე იგი მან სტატუსის ამაღლება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.

დანამდვილებით არ შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა, 99%-იანი ალბათობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პრაქტიკოსი მასწავლებლების სრულ უმრავლესობას გამოცდებში მონაწილეობა ერთხელ მაინც მიუღია, თუმცა ამ და სხვა აქტივობების მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს საჭირო კრედიტ-ქულების დაგროვება და უსტატუსოდ დარჩნენ.

პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ასამაღლებლად მიცემული ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდათ, თუმცა, მათთვის საბოლოოდ მიცემული დრო უკვე იწურება და პედაგოგებს, რომლებიც საჭირო კრედიტების დაგროვებას ვერ შეძლებენ, სკოლაში დარჩენის უფლება აღარ ექნებათ.

"ინფო რუსთავმა" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი პრაქტიკოსი მასწავლებელია დასაქმებული რუსთავში არსებულ საჯარო სკოლებში და გაარკვია, რომ რუსთავის საჯარო სკოლებში ამ დრომდე 43 პრაქტიკოსი მასწავლებელია დასაქმებული. აქედან ყველაზე მეტი, 11 პრაქტიკოსი პედაგოგი, როგორც უკვე გითხარით, #18 საჯარო სკოლას ჰყავს.

სკოლების მიხედვით იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომელთაც ძალიან მალე შესაძლოა სწავლების გაგრძელების უფლება აღარ ჰქონდეთ, ასე გამოიყურება:

№18 საჯარო სკოლა - 11;

№3 საჯარო სკოლა - 5;

№4 საჯარო სკოლა - 4;

№23 საჯარო სკოლა - 3;

№28 საჯარო სკოლა - 3;

№7 საჯარო სკოლა - 2;

№11 საჯარო სკოლა - 2;

№21 საჯარო სკოლა - 2;

№2 საჯარო სკოლა - 1;

№5 საჯარო სკოლა - 1;

№9 საჯარო სკოლა - 1;

№12 საჯარო სკოლა - 1;

№14 საჯარო სკოლა - 1;

№15 საჯარო სკოლა - 1;

№16 საჯარო სკოლა - 1;

№20 საჯარო სკოლა - 1;

№22 საჯარო სკოლა - 1;

№24 ქართული გიმნაზია - 1;

№25 საჯარო სკოლა - 1.

დარჩენილ სკოლებს პრაქტიკოსი პედაგოგები არ ჰყავს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები