დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა, ევროკავშირის პროექტის: “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, პროექტის საქმიანობის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე რეგიონალური „ჰაბების“ შერჩევის კრიტერიუმებზე და პროცედურებზე ისაუბრეს. პროექტის მიზანია საქართველოს 10 რეგიონში რეგიონალური „ჰაბების“ შექმნა. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით.