ბათუმში 40 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტბელ-აბუსერიძის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მეზობლებმა ნახეს.
პირველადი დათვალიერებთ, ქალს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ახალგაზრდა ქალი მარტო ცხოვრობდა, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოიძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.