შეიცვალა თუ არა მარჯვენა სანაპიროზე სიჩქარის ზღვარი

2021-06-16 12:41:04

მარჯვენა სანაპიროზე ავტომობილებისთვის დასაშვები სიჩქარის ზღვარი 50 კმ/სთ-მდე შემცირების შესახებ ინფორმაცია არასწორია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თბილისის მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, მარჯვენა სანაპიროზე ამ დროისთვის დასაშვები სიჩქარის ზღვარი კვლავ 70 კმ/სთ-ია და თუ რაიმე ცვლილება მოხდება ამის შესახებ მერია განცხადებას თავად გააკეთებს.