მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის ათეული ცნობილია.
ათეულში ქვემო ქართლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში მარადისისა და კასულმოს სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლამარა ბოლქვაძე მოხვდა.
იხილეთ ათეული:
1. სოფო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა „ოპიზას“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
2. ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტში მარადისისა და კასულმოს სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
3. გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის 168-ე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
4. ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის მე-5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოება და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
5. ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
6. ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის მე-10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი
7. გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი
8. აზა ხანგოშვილი – სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი
9. მარინა ხარიტონაშვილი – თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია, აია-ჯესსის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
10. მაკა ხელაძე – თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
შერჩეული ათეულიდან აგვისტოს თვეში 5 მასწავლებელი გადავა ფინალში, ოქტომბერში კი ერთი პედაგოგი მიიღებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს და ფულად პრიზს 10 000 ლარს.