ბათუმის ქუჩაზე, ძველი ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, TBC pay მოპარული აპარატის ნაცვლად ახალი დადგეს თუმცა ახალი აპარატის გაქურდვა უკვე სცადეს. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ჩვენი ინფორმაციით არასრულწლოვანი ცდილობდა თუმცა პოლიციელებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "გამოძიება მიმდინარეობს 19/177 მუხლით. იმ მომენტში როდესაც პირი აპირებდა აპარატიდან ფულის გატანას სამართალდამცავები მყისიერად ჩაერივნენ და აღკვეთეს ქურდობის ფაქტი, საქმეზე მხილებულია 1 პირი".
შეგახსენებთ რომ 16 ივლისს აღნიშნული ტერიტორიიდან სწრაფი ჩარიცხვის 120 კილოიანი აპარატი მოიპარეს.