საავტომობილო საცობი მაგისტრალზე

2017-07-25 09:03:51

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია. მგზავრების და მძღოლების ინფორმაციით რომლებიც "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ აცხადებენ რომ - "საავტომობილო საცობი იწყება ქვემო ფონიჭალიდან და გრძელდება რესტორან მარაბდამდე". მათი ინფორმაციით გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რის გამოც გზის ნაწილი შევიწროვებული არის.