დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიდოში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები უნდა აიცრას, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს.
ვაქცინაციის ოფიცრები ივლიან სკოლებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში და მსურველებს აცრისთვის ჯავშნის გეკეთებაში დაეხმარებიან.
ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ზაფხულში უნდა ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას. ანუ, ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.