კოვიდვაქცინაცია რუსთავში

2021-06-14 19:25:08

რუსთავში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 400-ზე მეტი დოზა გაკეთდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

აცრილებს შორის არიან როგორც რუსთაველები, ასევე თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული პირები.

ვაქცინაცია რუსთავში სამ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. ესენია: N1 და N2 დიაგნოსტიკური ცენტრები, კლინიკა "რუსთავი".

N1 დიაგნოსტიკურში სულ გაკეთებულია ვაქცინის 538 დოზა, მათ შორის 314 - სინოფარმის, 224 - სინოვაკის.