ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ელექტროსიტემა განცხადებას ავრცელებს:
"დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო" - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისათვის, დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. რაც შეეხება რეგიონებს და რუსთავს, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ამ ეტაპზე ელ.ენერგიის მიწოდება აღუდგა.