სკვერის რეაბილიტაცია გარდაბანში

2017-07-24 20:39:52

ქალაქ გარდაბანში 9 აპრილის სკვერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, პარკში დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა ბეტონისა და ლითონის კომბინირებული ღობე, დაიდგმება დეკორატიული სანათები, ურნები და ახალი სკამები, მოეწყობა სასმელი წყლის შადრევანი. 9 აპრილის სკვერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 207 426 ლარია გამოყოფილი, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტაო“ ასრულებს.