კომპანია "რუსთავის წყალის" განცხადება - "ტაშკენტის ქ. N 7-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 24 ივლის 18:30-დან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შარტავას 15, 17. ტაშკენტის 5, 7.მე-15 მ/რ 16,ლეონიძის 34,მე-20 მ/რ 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20". ტაშკენტის ქუჩაზე მაღალი წნევის წყლის მილი დაზიანდა რისგამოც მოხდა წყლის გადმოდინება. წყალი დაახლოებით 9 სართულიანი კორპუსის სიმაღლეზე ასხავდა. ადგილზე მობილიზებული იყო კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დროულად მოხერხდა წყლის ურდულის გადაკეტვა. ნახეთ ვიდეო.