სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დმანისში

2021-06-12 01:29:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი: 1993 წელს დაბადებული ნ.ა., 1999 წელს დაბადებული ლ.ო. და წარსულში ნასამართლევები - 1992 წელს დაბადებული ნ.მ. და 1993 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

მათ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობაში ედებათ ბრალი. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 10 ივნისს, დმანისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს და მის თანმხლებ პირებს - 1983 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს და 1984 წელს დაბადებულ რ.მ.-ს.
პოლიციამ ოთხივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.