საკუთარ საცხოვრებელ სახლში ქალს მეხი დაეცა

2021-06-11 22:11:43

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი დაეცა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

40 წლამდე ქალი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან უკვე ბინაზე გაეწერა. არსებული ინფორმაციით, მას მარჯვენა ზედა კიდურზე სისხლჩაქცევები აღენიშნება.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა დაუდასტურა. როგორც მოსოიანმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, მეხის ჩამოვარდნამ აღნიშნულ სოფელში ზირალი 10 ოჯახს მიაყენა.

მისი თქმით, დაზიანებულია ადგილობრივების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

უკვე ორი დღეა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უამინდობაა. დაისეტყვა რამდენიმე სოფელი, რის შედეგადაც მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურდა.