რუსთავის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე არჩიეს

2021-06-11 18:33:14

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიგა ჯღარკავა აირჩიეს.

კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად საკრებულოში ფარული კენჭისყრა ჩატარდა. 

აღანიშნავია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქციამ "ერთიანი ნაიონალური მოძრაობა". ფრაქციის წევრების თქმით, კენჭისყრა ფორმალური იყო, რადგანაც თავმჯდომარის პოზიციაზე მხოლოდ 1 კანდიდატის წარმოდგენა მოხდა.

გიგა ჯღარკავამ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით იშხნელი შეცვალა.

შეგახსენებთ, იშხნელს უფლებამოსილება 4 ივნისს, პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა და კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური დარჩა.