მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2021-06-11 15:37:35

ასპინძის სოფელ ნიჯგორში 60 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მამაკაცის ცხედარი საკუთარმა ცოლმა, ბაღში ნახა.

შუახნის კაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განიცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.