თბილისში, ზემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
ერთმანეთს "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი და დისტრიბუციის მანქანა შეეჯახნენ, რის შემდეგაც სატვირთო ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
დაშავებულებს შორის არ არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.