თბილისი-რუსთავის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის შემაკავებელ ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა საპირისპირო მიმართულებით მოტრიალდა. შემთხვევა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. სადისტრიბუციო მიკროავტობუსის მძღოლის განცხადებით, მას გზა სხვა ავტომობილმა გადაუჭრა, რის გამოც მან საჭე ვეღარ დაიმორჩილა.