ახალქალაქში მომხდარი ჩხუბის დროს არასრულწლოვანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას ოპერაციული ჩარევა დასჭირდა რომელიც ახალქალაქის კლინიკაში ჩაუტარდა, მოგვიანებით კი თბილისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
დაპირისპირება 8 ივნისს, სავარაუდოდ ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.