რუსთავში 35 წლის მამაკაცს ეძებენ (ფოტო)

2017-07-24 12:46:03

12 ივლისს სახლიდან (რუსთავი, VIII მიკრო-რაიონი) გავიდა და უკან არ დაბრუნებულა 35 წლის მამაკაცი, ალიკა ბელიანცი. მისი მეუღლე დახმარების თხოვნის მიზნით "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და განცხადების გავრცელება ითხოვა. მამაკაცს მუქი ლურჯი ფერის მაისური და ჯინსის ლურჯი ფერის შარვალი ეცვა.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "კანონის თანახმად, შეტყობინების საფუძველზე შექმნილი არის სამძებრო საქმე და აქტიურად და ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით".

იმ შემთხვევაში, თუ დაკარგულის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დარეკეთ 112-ზე ან დაუკავშირდით "ინფო რუსთავს".