ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია, სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
პოლიციამ საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც მოკლულის მასპინძელია. მიკროავტობუსის მძღოლზე თავდასხმის მთავარ ფიგურანტებს კი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 ადამიანი, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით დაიწყო რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.
შემთხვევა სოფელ ჩიხარეშში 5 ივნისს მოხდა. სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად კი 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.