24 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი; აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო რაიონებში +24°C,+ 26°C გრადუსი, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში +26°C,+28°C გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +34°C, +38°C გრადუსი.
24-25-26 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 25 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი და შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო რაიონებში +24°C, +26°C გრადუსი. დაბლობში +25°C, +27°C გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31°C, +36°C გრადუსი. რუსთავში მომდევნო 3 დღის მანძილზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 24 ივლისი +35°C; 25 ივლისი +34°C; 26 ივლისი +36°C.