6 ავტომობილი დაიმტვრა და 3 ადამიანი დაშავდა (ფოტოები)

2017-07-23 23:31:29

დღეს თბილისის მახლობლად, სოფელ ღულელები - საბადურების ტყის გზის მონაკვეთზე, აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი უნდა გამართულიყო თუმცა შეჯიბრი ჩაიშალა. მონაკვეთი მრბოლელებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, შეჯიბრში სულ 25-მდე გუნდი მონაწილეობდა თუმცა ორი ასვლის შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩემპიონატი აღარ გაგრძელებულიყო. მრბოლელების თქმით იყო გარკვეული სირთულეები, მათ შორის, არასაკმარისი შუქი (ირგვლივ ტყეა), ასევე სველი გზა და მკვეთრი მოსახვევები. სწორედ ამ სირთულეების დაძლევა გაუჭირდათ მრბოლელებს, საბოლოოდ კი ტურნირს 6 ავტომობილი "შეეწირა" 3 ადამიანი კი სუბუქად დაშავდა.