გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 11 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 150 პირი შემოწმდა.
კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
კლინიკაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 101პირი შემოწმდა.