ქონებრივი დეკლარაციები

2020-06-09 16:30:18

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ოჯახი, 2021 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 8 მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ტაბაღუას ქონებრივ დეკლარაციაში მისი მერად არჩევის შემდეგ არანაირი შენაძენი არ ფიქსირდება. ბოლო შენაძენი ტაბაღუას 2014 წელს უფიქსირდება. საუბარია
ორ მიწის ნაკვეთზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში, რომლიდანაც ერთის ღირებულებად 22 ლარი (28 კვ.მ), მეორესი კი, 1978 ლარია (2476 კვ.მ) მითითებული. ასევემ ტაბაღუა ამავე სოფელში ფლობს 1 400 კვ.მ-ს ფართობის მიწის ნაკვეთს.

ირაკლი ტაბაღუას მამის, ნუგზარ ტაბაღუას სახელზე რეგისტრირებულია 92 კვ.მ და 110 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართები, რომელიც ჩუქების სახითაა მიღებული და რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხიდთან მდებარეობს. ამავე ტერიტორიაზე ნუგზარ ტაბაღუას ფლობს 3 მიწის ნაკვეთს, რომელთა ჯამური ფართობი 3 725 კვ.მ-ს შეადგენს.

ასევე, ქონებრივ დეკლარაციაში ვხვდებით ნუგზარ ტაბაღუას სახელზე რეგისტრირებულ 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში, რომელიც 10 000 დოლარადაა შეფასებული და 3 მიწის ნაკვეთს.

რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, ქონებრივ დეკლარაციაში ვხვდებით რუსთავში, ოდიშარიას ქუჩაზე მდებარე სახლს, რომლის 200 კვ.მ. რეგისტრირებულია ტაბაღუას დედის, თამარ ბერძენიშვილის სახელზე, ხოლო 80 კვ.მ. მიღებული აქვს ჩუქების სახით ირაკლი ტაბაღუას.

დედის, თამარ ბერძენიშვილის სახელზე კი ფიქსირდება მიწის ნაკვეთი რუსთავში, ოდიშარიას ქუჩაზე, რომელიც 259 კვ.მ-ია.


ირაკლი ტაბაღუამ გასულ წელს, მერის პოზიციაზე გაწეული სამუშაოსთვის წლიურად 43 416 ლარი აიღო.
მაია დალაქიშვილი, ტაბაღუას მეუღლე კი, ა(ა)იპ ქ.რუსთავის
საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-6 ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე  წლიურად 6904 გამოიმუშავა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ტაბაღუას „ტერა ბანკის" სახელფასო (ოვერდრაფტი) ანგარიშზე  2857,14 ლარი უფიქსირდება, მერის უმცროსი ვაჟის, ლუკა ტაბაღუას სახელზე გახსნილ "თი-ბი-სი ბანკის" ანაბარზე კი, 1076 ევრო ირიცხება.

აღმოჩნდა, რომ ბოლნისის მერს, დავით შერაზადიშვილის 2021 წლის ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია, ამიტომაც "ინფო რუსთავი" მერის ქონების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით მისი 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, სადაც ვკითხულობთ, რომ
ბოლნისის მერს ფაქტიურად ქონება არ აქვს.  

მამამისის, შალვა შერაზადიშვილის სახელზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო და ორბელიანის ქუჩაზე მდებარე 1 100 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი,  რომელიც ჩუქების სახით აქვს მიღებული.

ბოლნისის მერის მეუღლე, თამარ შერაზადიშვილი არის 20%-იანი წილის მფლობელი "შპს უნივერსი საქართველო"-ში. საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან
31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი კი 7980 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ თავად შერაზადიშვილი "შპს გეოლოქი საქართველო" დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი, შპს სბ და კო საქართველო პარტნიორი 10% იანი წილის მფლობელი შპს შალოური საქართველო პარტნიორი 60% თუმცა ამ უკანასკნელთაგან შემოსავალი გასულ წელს არ მიუღია.

წლიური ხელფასი - 36 710,17.

2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, დმანისის მერს, გიორგი ტატუაშვილს ბოლო შენაძენი მერობის პერიოდში, 2019 წელს შესყიდული მიწის ნაკვეთები უფიქსირდება.

სოფელ განთიადში მდებარე 30 000- 30 000 კვ.მ -ის ფართობის მიწის ნაკვეთებიდან ერთში 3000 ლარი, მეორეში კი, 1 500 გადაიხადა.

გიორგი ტატუაშვილი მიწის ნაკვეთს ფლობს ასევე დმანისის, იაკობ ცურტაველის ჩიხში, 950 კვ.მ-ის ფართობის, რომელიც ჩუქებით მინაღები აქვს. იმავე ტერიტორიაზე ფლობს ასევე ჩუქების სახით მიღებულ საცხოვრებელ სახლს, 110 კვ.მ-ის ფართობის.

ბინას, რომელიც 2011 წელს, 45 000 დოლარად აქვს შეძენილი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე. 80 კვ.მ.

მერი არის "შპს ელ სი ჯი საქართველოს" და  "შპს პრივატ სტანდარტი"-ს საწარმოებში 50%-იანი წილის მფლობელი, შემოსავალი გასულ წელს აძღნიშნული საწარმოებიდან არ უფიწსირდება, რადგანაც წილის მართვის ხელშეკრულება რამაზ მოსეშვილისთვის აქვს მინდოილი.  

გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მერად მუშაობის გამო წლიურად აიღო 27 283,2 ლარი.

მერს უფიქსირდება სესხი თი ბი სი ბანკში 23 500 დოლარის ოდენობით, რომელიც 2011 წელს აიღო და წინა წელს გასავალი ამ დოკუმენტში აღებული თანხობრივი ვალდებულების შესასრულებლად უფიქსირდება 35 830,53 ლარი, რაც მის წლიურ სახელფასო შემოსავალს აღემატება.

2021 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 35 000 დოლარის სახით, დანაზოგი აქვს გაკეთებული გარდაბნის მერს, რამაზ ბუდაღაშვილს.

გარდა ამისა, რასაც მისი ქონების შესახებ ვკითხულობთ არის ის, რომ მისი მეუღლის, მაკა ძამნაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 53 კვ.მ ფართობის ბინა, თბილისში, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარეობს.

ასევე, ბუდაღაშვილი ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 3 მიწის ნაკვეთს, რომლებიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ წალასყურში მდებარეობს.

2017 წელს აქვს შეძენილი 18 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი, რომელიც თელეთში მდებარეობს. მიწის ნაკვეთი 12 008 კვ.მ-ია.

მაკა ძამნაშვილი ასევე ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელიც 1059 კვ.მ-ია და ჩუქების სახით აქვს მირებული. სართიჭალაში.
 რაც შეეხება დეკლარაციის მომენტში მერისა ანგარიშებზე არსებულ თანხებს, რამაზ ბუდაღაშვილის "ვი-თი-ბი ბანკის" სახელფასო ბარათზე დეკლარაციის შევსების მომენტში 6 556,11 ლარი იყო,  მაკა ძამნაშვილს კი "თი-ბი-სი ბანკში" აქვს ანაბარი, რომელზეც ირიცხება 11 027 ლარი.


რამაზ ბუდაღაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერად მუშაობისთვის წლიურად აიღო 42 336 ლარი, მაკა ძამნაშვილმა კი შპს "ავერსის კლინიკა" რუსთავის ფილიალი ოჯახის ექიმი 2852,89 ლარი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბუდაღაშვილის მეუღლემ დისგან მიიღო საჩუქრად ბიუნა, რომელიც 50 000 ლარადაა შეფასებული.

თეთრიწყაროს მერი გიორგი ქორიძე 2021 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2 მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს ფლობს.
ორივე მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროშ მდებარეობს, ერთის ღირებულება 5 000 დოლარია, მეორე კი ჩუქების სახით აქვს მირებული. ასევე ჩუქების სახით აქვს მიღებული თეთრიწყაროშიუ არსებული საცხოვრებელი სახლი.

გიორგი ქორიძემ მერად მუშაობისთვის გასული წელს, წლიური შემოსავალი აიღო 34468,8. რაც შეეხება მის ცოლს, ქეთევან აფციაურმა „საქართველოს ბანკი“ სერვის ცენტრის მენეჯერად მუშაობის პოზიციაზე აიღო 17517,66 ლარი.

გიორგი ქორიძეს 2018 წელს აღებული აქვს სესხი 52 700 ლარის ოდენობით, რომელზეც გასულ წელს დახარჯა 8208,9.
რაც შეეხება ქორიძის მეუღლეს, მის სახელზე, ქორიძის მერობის პერიოდში აღებულია 3 სესხი, ჯამში, 69 840 ლარის ოდენობით, აქედან 2 სესხი, 46 930 ლარი ანაბრით იყო უზრუნველყოფილი და მათი დაფარვა გასულ წელს სრულად მოახდინეს მერმა და მისმა ოჯახმა. აღსანიშნავია, რომ სესხების აღებისა და დაფარვის თარიღად მითითებულია 2019 წლები.

ქეთევან აფციაურს 2018 წელს უფიქსირდება შეგროვებადი ანაბრის გახსნა 42 200 ლარის ოდენობით. რომელზეც მითითებულია, რომ ეს არის 2018 წელს მისი ქმრის მიერ აღებული იპოთეკური სესხის თანხა. დეკლარაციაში მითიტებულია, რომ აღნიშნული
ანაბრის ხელშეკრულება ვადამდე რამდენჯერმე შეწყდა და თანხის ნაწილის გატანა სამშენებლო/სარემონტო
სამუშაოებისთვის მოხდა და გაფორმდა
ანაბარი ნაკლებ თანხაზე. საბოლოო ჯამში, ანაბარზე თანხა 17080,24 ლარიდ ოდენობით დარჩა.

გიორგი ქორიძემ საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად,სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯი 40500 ლარი.

წალკის მერის, ილია საბაძის ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ილია საბაძე ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელიც ნასყიდობის სახით აქვს შეძენილი, თუმცა გადახდილი თანხის გრაფაში ნული ლარია მითითებული.

ასევე, მერი ფლობს 35 000 დოლარის ღირებულების საცხოვრებელ სახლს წალკაში, ათენის ქუჩაზე, რომელიც 2020 წელს შეიძინა.
მისმა მეუღმემ, მარინა საბაძემ ილიას მერობის პერიოდში, 2019 წელს შეიძინა 42 000 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი თბილისში.

ილია საბაძე ასევე ფლობს 2002 წელს შეძენილ ბინას თბილისში, ლაგურაშვილის ქუჩაზე, რომლის ღირებულებაცაა 3 500 დოლარი.

ილია საბაძე ასევე ფლობს კიდევ 3 მიწის ნაკვეთს წალკაში. აქედან 2 სოფელ რეხაშია, ერთი კი, სოფელ იმერაში მდებარეობს. მათი ჯამური ღირებულება 743.6 ლარია და აღნიშნული ქონება ილია საბაძეს წლების წინ აქვს შეძენილი.

ფლობს თბილისში, ავჭალაში 175 ლარი ღირებულების ავტოფარეხს, რომელიც შეძენილია 2010-ში.

ილია საბაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 2624,81 ლარი, სახელფასო დანაზოგის სახით კი 4 300 ლარი.

გასულ წელს შრომითი ანაზღაურება აიღო 31934,88 ლარი.

 

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და მისი ოჯახი ბინებს, მიწის ნაკვეთებსა და ავტომობილს ფლობენ.
მერის მოვალეობის შემსრულებლის შვილის სახელზეა დარეგისტრირებული თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის ღირებულებაც 81000 დოლარია და 2018 წელსაა შეძენილი. ამ პერიოდში, ტაბატაძე მარნეულის მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
ზაურ ტაბატაძის სახელზეა 1990 წელს შეძენილი ბინა თბილისში, დიღმის მასივში, რომლის ღირებულებად ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია 200 000 მანეთი.
ზაურ ტაბატაძე მარნეულის სოფელ წერეთელში ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელიც შეძენილი 7500 დოლარად.

მიწის ნაკვეთი  1500 დოლარიანს ლანჩხუთი, სოფელი
გრიგოლეთი.
მიწის ნაკვეთს  3500დოლარად შეფასებულს მცხეთაში, სოფელი
მისაქციელი.

3-ვე მათგანი შეძენილია 2007 წლამდე პერიოდშში.

მსუბუქი ავტომანქანა მერსედეს ბენცი 1996 წელს გამოშვებული 2005 ნასყიდობა 5000 USD
ზაურ ტაბატაძე "თი–ბი–სი ბანკი" საბარათე ანგარიში 29417,99 GEL (+)

ზაურ ტაბატაძე ფლობს 14. 28%-იან წილს დმანისში მდებარე საწარმო შპს ჯიშსაშენი საქართველოში.

ასევე, 30%-იან წილს თბილისში მდებარე საწარმო შპს მეზონინი საქართველო თუმცა გასულ წელს მიღებულ შემოსავლად გაფორმებულია 0 ლარი.

ზაურ ტაბატაძემ გასულ წელს მარნეულის მერის მოვალეობის შესრულებაში წლიური ანაზღაურება 36706,78 ლარი მიიღო. საინტერესოა, რომ ის პარალელურად თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის შტატგარეშე მოსამსახურედაა გაფორმებული და აღნიშნულ პოსტზე ანაზრაურება აღებული აქვს 13752,38 ლარი.

მისი მეუღლე, ლეილა ასანიძე სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ცენტრი 033 ცვლის უფროსი ექიმი 16047,54
ნანა ტაბატაძე ამერიკის მშვიდობის კორპუსი ტრენინგის კოორდინატორი 57603,52 GEL

ნანა ტაბატაძეს შვილს აქვს სესხი, იპოთეკური სესხი, 68000, EUR რომელიც 2018 წელსაა აღებული.
ასევე, დადებული ან მოქმედი ხელშეკრულებების გრაფაში ვკითხულობთ, რომ ზაურ ტაბატაძემ შპს "ჯიშსაშენი"-ს წილის მართვის უფლება მინდობილობით სხვა პირს გადასცა.