გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის დროს 6-მდე პირი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ფოტოები: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი