მარშების კვირეული დასრულდა (ვიდეო)

2017-07-23 22:50:29

აღმაშენებლის გამზირზე პარტია ევროპულმა საქართველომ საპროტესტო მარში სახელწოდებით "არა რუსულ ფაშიზმს" გამართა. აქციაზე პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. მსვლელობას შეუერთდნენ რესპუბლიკური და დემოკრატიული საქართველოს პარტიის წევრებიც. აღმაშენებლის გამზირზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სპეც. დანიშნულების ნაწილები. მსვლელობის დროს ინციდენტი მოხდა ქართული მარშის და ევროპული საქართველოს წევრებს შორის, მათ ერთმანეთს სხვადასხვა საგნები ესროლეს, დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. "ინფო რუსთავი" აქციის მიმდინაროებას პირდაპირ ეთერში გადასცემდა სადაც მარშის მიმდინარეობა შეაფასა დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და ელენე ხოშტარიამ. მოგვიანებით კი კომენტარები გააკეთეს ქართული მარშის ორგანიზატორებმა, გია კორკოტშვილმა და სანდრო ბრეგაძემ. ხმაური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, საგნების სროლა, დაშავებული ადამიანები და დიდი რაოდენობით პოლიციელი - ნახეთ ვიდეო.