საქართველოში წლის ბოლომდე 3,2 მილიონი ვაქცინა შემოვა

2021-06-08 13:03:37

წლის ბოლომდე საქართველოში  იქნება 3,2 მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება მობილიზებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"სამიზნე მაჩვენებელზე რომ გავიდეთ, ივლისიდან გვჭირდება დაახლოებით 20-25 ათასი აცრა ყოველდღიურად და ამისთვის ვემზადებით. ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს დადასტურება, რომ ივლისი-აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას. ანუ ჩვენ შეგვეძლება ე.წ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. მე ხშირად ვამბობდი, რომ მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მაშინ, როცა გარანტირებულად, ყველა თვის დასაწყისში საწყობებში ვაქცინის სულ მცირე ნახევარი მილიონი დოზა გვექნება",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.